
ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად, მათი ლიბანის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი დაიღუპა.
ფატაჰ შარიფ აბუ ელ-ამინი, ლიბანში ჰამასის ლიდერი სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ტირის მახლობლად, მისივე სახლზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად გარდაცვლილები არიან ცოლი, ვაჟი და ქალიშვილი.