ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ხელისუფლებამ ხმის უფლების გარეშე დატოვა | სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ხელისუფლებამ ხმის უფლების გარეშე დატოვა. საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული. მათ შორის ერთიან - ნაციონალური მოძრაობის,  ISFED-ის და ყოფილი მოსამართლის ბესო ალავიძის სახელით.  სასამართლომ არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. სარჩელის მიზანს ემიგრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენდა, რომლებიც 4 ქვეყენაში: ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დამატებითი უბნების გახსნას ითხოვდნენ.

ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა საყოველთაობა და თანასწორობა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი