დედაქალაქის მერმა უცხოურ ბანკებში საკუთარი აქტივები გაანულა. საუბარია ჯამში 8 მილიონზე მეტ თანხაზე.
კალაძემ ფული ბანკიდან იმ დროს გამოიტანა, როცა შეერთებული შტატებში სანქციებზე აქტიურად ალაპარაკდნენ.
"არ ინერვიულოთ ჩემზე კაცო, მე არ ვნერვიულობ... თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა... ჩემს ფინანსებზე და თანხებზე თქვენ არ ინერვიულოთ - ამბობს კალაძე
მისივე თქმით, ევროპულ ბანკებს არ ენდობა და მაგალითად ივანიშვილი მოჰყავს, რომელიც შვეიცარიულმა ბანკმა "გაძარცვა":
"რატო უნდა შევინახო, ნახეთ ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს ადამიანს. გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რატო უნდა ვენდო?! არა, რა თქმა უნდა არ ვენდობი" - ამბობს კალაძე.
კახა კალაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა და 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, აღარ ფიქსირდება ანგარიშები სხვა ქვეყნების საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში. ეს ნიშნავს, რომ მან ეს თანხები უცხოური ბანკებიდან უკვე შარშან გამოიტანა. 2024 წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძეს ანგარიშები მხოლოდ ქართულ ბანკებში აქვს.