"ქართული ოცნება" ცდილობს აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ხელოვნური ბარიერები სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის" | ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად იქნენ ცნობილი, ოპოზიციაში ზეწოლად და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, "ქართული ოცნება" ამ გზით ცდილობს რუსული კანონის ამოქმედებას და ორგანიზაციებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას.

"ქართული ოცნება" ცდილობს აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას სრულიად ხელოვნური ბარიერები რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევნებს დააკვირდნენ. თუმცა "ქართული ოცნება" ვერ ხვდება, რომ რეპრესიებით მიიღო სრულიად საპირისპირო ეფექტი, შეკრული, ღირსეული საზოგადოება, რომელიც დგას ერთად ევროპული არჩევანის სადარაჯოზე," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ და ეკა გიგაურს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიგა ლემონჯავას თქმით, ხელისუფლების  მცდელობის მიუხედავად 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა იქნება. ლემონჯავამ იმ პირებს და ორგანიზაციებს მიმართა, რომლებსაც საარჩევნო პროცესზე დაკვირვების სურვილი აქვთ და პოლიტიკური ძალის სახელით შესთავაზა გამოიყენონ "კოალიცია ცვლილებისთვის" პლატფორმა არჩევნებზე დაკვირვებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი