
პუტინის ბრძანებით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო - რუსეთის პრეზიდენტმა გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში 133 ათას ადამიანს გამოიძახებენ.
საშემოდგომო გაწვევა 18-30 წლამდე მოქალაქეებს შეეხებათ, ხოლო ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ, რეზერვში გადავლენ.
საშემოდგომო გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
ცნობისთვის, სამხედრო გაწვევა რუსეთში წელიწადში ორჯერ ცხადდება - გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
იხილეთ ასევე: