"რეგიონი და მსოფლიო უფრო უსაფრთხოა ნასრალას გარეშე" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"რეგიონი და მსოფლიო უფრო უსაფრთხოა სასტიკი ტერორისტის, ნასრალას გარეშე", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი სტაბილურობის მისაღწევად საუკეთესო და ერთადერთ გზად დიპლომატია რჩება. 

ბლინკენი ამბობს იმასაც, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას, რომ ღაზაში ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყოს.

ცნობისთვის, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა, ისრაელის მიერ, დაჯგუფების ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიშს ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი