საბურთალოზე მოკლული კონსერვატორიის სტუდენტი, გიორგი საყურაშვილი კონფლიქტში მონაწილეების გაშველებას ცდილობდა | ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

საბურთალოზე მოკლული კონსერვატორიის სტუდენტი, გიორგი საყურაშვილი კონფლიქტში მონაწილეების გაშველებას ცდილობდა - ამის შესახებ ცნობილი სასამართლო სხდომაზე გახდა.

დღესვე, მოსამართლემ, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მირიან თოხაძეს ბრალდება 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პროკურორის განცხადებით, თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა. 24 წლის კაცმა კონსერვატორიის სტუდენტს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავად კი მიიმალა. მისივე თქმით, ბრალდებული წარსულშიც არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის ფაქტი და ასევე აქვს ადმინისტრაციული სახდელი წვრილმანი ხულიგნობის გამო.

სხდომაზე აღინიშნა ისიც, რომ დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის, საბურთალოელებსა და გლდანელებს შორის დაიწყო. 

შემთხვევა საბურთალოს ქუჩაზე 27 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 23 წლის ახალგაზრდას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის საავადმყოფოში დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირებას წინ უძღოდა ათამდე პირს შორს ხელჩართული ჩხუბი და შელაპარაკება.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი