„ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

გამოქვეყნდა:

„ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.

მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

"თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი