თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს. 

მათივე თქმით, ევროპაში არსებობს სრული მზაობა, დაეხმარონ საქართველოს იმ იზოლაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ხვალ ევროპის სახალხო პარტია საქართველოზე რეზოლუციის ტექსტზე იმსჯელებს. რეზოლუციის მთავარი აქცენტია, ქართველ ხალხს მიეცეს თავისი პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება.

"ჩვენ ვიმყოფებით ევროპარლამენტში ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ისმენენ ევროკომისრების კანდიდატებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხანში განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას. აქ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ევროკავშირის კარები ღიაა საქართველოსთვის და ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლება. 26 ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველმა ხალხმა აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრას სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის შანსი გავათავისუფლოთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც აქ, ევროპარლამენტში ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს და ქართველმა ხალხმა ის დიდი მონაპოვარი, რაც არის კანდიდატის სტატუსი, უკვე მოქმედებაში მოიყვანოს და გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი