გერმანიის პრეზიდენტთან "ქართული ქარტიის" ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა განვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. "ქართული ქარტიის" ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა, დიასპორასთან დაკავშირებული შეზღუდვები და არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების პრობლემები განვიხილეთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს დღეს, 30 სექტემბერს შეხვდა.