არჩევნები TI-ის დამკვირვებლების გარეშე | "ოცნების" შეტევა არასამთავრობო სექტორზე

გამოქვეყნდა:

2024 წლის საპარლამენტოარჩევნები ისე ჩატარდება, რომ პროცესს ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", ვერ დააკვირდება. მიზეზი რაჟდენ კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, პერსონალურად ეკა გიგაური და მთელი ორგანიზაცია, საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" იჩივლა, მაგრამ ამაოდ.

იმის გამო, რომ "გამჭვირვალობა - საქართველოს" და ეკა გიგაურს საარჩევნო სუბიექტის ანუ პოლიტიკური სტატუსი აქვთ, ისინი უცხოურ დაფინანსებას ვერ მიიღებენ, რომელიც დამკვირვებლების მოსამზადებლად იყო გათვალისწინებული. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დამკვირვებლები არჩევნებზე უბრალოდ ვერ ეყოლებათ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", პირველია, მაგრამ არა ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო. მთავარ მიზანში ხელისუფლებას 30 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შექმნილი კოალიცია ჰყავს, სახელწოდებით, შენი ხმა ევროკავშირს.

იმისთვის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციას ან კონკრეტულ სუბიექტს პოლიტიკური სტატუსი მიანიჭოს, 2 კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო: 1: კონკრეტული პირი კენჭს უნდა იყრიდეს არჩევნებში და ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდეს; 2: ამაში რესურსს, მათ შორის ფინანსებს ხარჯავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკა გიგაური და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არც ერთ კომპონენტს აკმაყოფილებენ, ხელისუფლებამ მათი დასჯა მაინც გადაწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი