პარლამენტი წინ შუქრუთელების უკიდურესი ფორმით პროტესტის 30-ე დღეს, ერთ-ერთი მოშიმშილე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სოციალ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, კაცი ჰიპოგლიკემიური იყო და გონება დაკარგა.
შეგახსენებთ, შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობა უკვე თვეებია ეწინააღმდეგება მათ საცხოვრებელ ტერიტორიებზე კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას, რის შედეგადაც მათი სახლები დაზიანდა და საცხოვრებლად საშიში გახდა.