"ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ" | ბაიდენი ისრაელსა და "ჰეზბოლას"

გამოქვეყნდა:

"ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ", - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა და ისრაელსა და "ჰეზბოლას" ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ისრაელის მხრიდან ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობდა ამაზე.

"მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ შეიძლება იცოდეთ. ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ისინი შეჩერდნენ. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა ბაიდენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი