"მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას გაეროს წესდება და ძირითადი პრინციპები" | G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდაჭერა უკრაინას

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების უკანონო ანექსიიდან ორი წლის შემდეგ, დიდი ქვეყნების შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც ჩვენ ვიხსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიის რეგიონების ნაწილის უკანონო ანექსიიდან ორ წელს, ასევე ჩვენ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შვიდეულის მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის დარღვევას და ისინი ყველაზე მკაცრად გმობენ რუსეთის უკანონო აგრესიას, მის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას და დარღვევებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ჩვენ მოვუწოდებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს იგივე გააკეთოს და მოვუწოდებთ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, დაიცვას გაეროს წესდება და ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო წესრიგს", - აცხადებენ მინისტრები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი