"უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა, რომ რუსული სამიზნეების მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელოს" | მილერი

გამოქვეყნდა:

"უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა, რომ რუსული სამიზნეების მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელოს", - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა შეკითხვას, ექნება თუ არა უკრაინას უფლება, განახორციელოს საპასუხო დარტყმები.

"მათ შეუძლიათ გამოიყენონ მათივე წარმოებული იარაღი, რაც ბევრია, და ასევე იარაღი, რომელიც ჩვენ მივეცით... ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადა მილერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი