ისრაელმა სამხრეთ ლიბანში წერტილოვანი და შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება, რომ სამხრეთ ლიბანში  „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვანი და შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. IDF-ის განმარტებით, სამიზნეები განლაგებულია საზღვრისპირა სოფლებში და უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ თემებს ჩრდილოეთ ისრაელში.

„პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე.
ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები“ გაგრძელდება სიტუაციური შეფასების მიხედვით და ღაზასა და სხვა ასპარეზზე ბრძოლის პარალელურად" - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი