"მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან არჩევნების ლეგიტიმაცია" | PACE ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC), ასევე ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც აკვირდება საქართველოს მომავალ არჩევნებს, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) განცხადებას ავრცელებენ და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იძულებული გახდა დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო ოპერაციები, ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ეს სამოქალაქო საზოგადოება და მისი დირექტორი "საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოაცხადდა...

ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ "სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება". ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ...

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", ისევე როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ ამ არჩევნებზე დაბრკოლების ან ჩარევის გარეშე დაკვირვება," - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ შეაჩერა. საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. შედეგად, ორგანიზაცია უცხოურ დაფინანსებას ვერ მიიღებს, ანუ დამკვირვებლებისთვის რესურსების გამოყოფას ვერ შეძლებს.

ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სახელით დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ იქნება.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი