იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა და მისი მთავრობა გადადგა

გამოქვეყნდა:

იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა და მისი მინისტრთა კაბინეტი გადადგა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ფუმიო კიშიდამ მთავრობის ბოლო სხდომაზე მინისტრებს მადლობა გადაუხადა და ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებაზე, თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებასა და ბავშვების აღზრდაზე.

შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდამ იაპონიის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ის ქვეყნის მთავრობას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დღეს, მოგვიანებით, იაპონიის პარლამენტის ორივე პალატა ახალი პრემიერმინისტრის არჩევას უყრის კენჭს. იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი