შანხაიში, სუპერმარკეტზე თავდასხმისას 3 ადამიანი მოკლეს | დაშავდა 15

გამოქვეყნდა:

შანხაიში, სუპერმარკეტ Walmart-ში ცივი იარაღით თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სავაჭრო ცენტრ Songjiang-ში, ორშაბათს ღამით მოხდა.

პოლიციის ცნობით, მიყენებული დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანარჩენ დაშავებულებს კი "საშიში ჭრილობები არ აღენიშნებათ" და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩინეთის პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მათ 37 წლის კაცი, გვარად ლინი დააკავეს. გამოძიება გრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი