რუსულმა ძალებმა ხერსონის ბაზარი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრში, ბაზრის ტერიტორია დაბომბეს. თავდასხმა დილის 9 საათისთვის მოხდა, მაშინ, როცა იქ უკვე ხალხმრავლობა იყო და შედეგად არის მსხვერპლიც.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, დაღუპულია ხუთი და დაშავებულია სამი ადამიანი, ხოლო 
საოლქო პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა რიცხვის 7-ია. უწყების ცნობითვე, სავარაუდოდ, არტილერიით დაიბომბა ბაზრისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ტერიტორია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი