"კოალიცია ცვლილებისთვის" დღეს პირველ ყრილობას გამართავს და ოფიციალურად წარადგენს საარჩევნო სიის ოცეულს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" დღეს პირველ ყრილობას გამართავს. პოლიტიკური გაერთიანება საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგენს საარჩევნო სიის ოცეულს, გაჟღერდება სამოქმედო გეგმაც.

ეს იქნება პირველი მასშტაბური შეკრება მას შემდეგ, რაც პარტიები "ახალი", "გირჩი- მეტი თავისუფლება" და "დროა" გაერთიანდნენ და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "კოალიცია ცვლილებისთვის" სახელითა და 4 ნომრით წარდგებიან. 

კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნონა მალაშხიაა, ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია კი მისივე გადაწყვეტილებით, საპარლამენტო სიაში არ არის.

ღონისძიება საღამოს 20 საათზე, რუსთავის შესასვლელში, ავტოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი