"12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან ერთად, უარი უთხრა ე.წ დემოკრატიის შუქურას, რომელსაც ტენიდნენ ჩვენ ქვეყანას" | კალაძე

გამოქვეყნდა:

12 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად უარი უთხრა ე.წ დემოკრატიის შუქურას - ასე აფასებს 12 წლიან მმართველობას დედაქალაქის მერი კალაძე და საქართველოს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს ისევ რუსული პროპაგანდით უპირისპირდება:

"12 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას, უარი უთხრა ე.წ დემოკრატიის შუქურას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. 

დემოკრატიის შუქურის სტატუსს, გარე ფაქტორები ტენიდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასე რომ ვთქვათ, თუმცა რეალურად რა იდგა ამის უკან რამხელა ბოროტება, რამხელა სიძულვილი და სისხლიანი რეჟიმი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის" - ამბობს კალაძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი