სტოლტენბერგმა რუტეს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა | ნატო-ს ახალმა გენ.მდივანმა 3 პრიორიტეტი დაასახელა
გამოქვეყნდა:
იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა. ნატო-ს დღეიდან ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. რუტემ ის სამი მიმართულება დაასახელა, რომელიც მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება:
ძლიერი ნატო-ს შენარჩუნება და ეფექტური თავდაცვისუნარიანობა;
უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოება;
პარტნიორობის გაძლიერება ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს ღირებულებებს იზიარებენ;