ტაილანდში სასკოლო ავტობუსი დაიწვა | არიან დაღუპულები, დაშავებულები და დაკარგულები

გამოქვეყნდა:

ტაილანდში, ბანგკოკის გარეუბანში სკოლის ავტობუსი დაიწვა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 22 მოსწავლე და 3 მასწავლებელი. 

მედია წერს, რომ დაღუპულია 20-ზე მეტი ბავშვი, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემები უცნობია. დაშავებულია 16 მოსწავლე და 3 მასწავლებელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და ქალაქში ბრუნდებოდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი