მიზანშეწონილად მიმაჩნია, TI-ს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას, მოვუწოდებ ანტიკორუფციულს, გადახედოს გადაწყვეტილებას | კობახიძე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას - ნათქვამია პრემიერ კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე რაჟდენ კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილებას "უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით დასაბუთებულს" უწოდებს, თვლის, რომ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ სჭირდება, რადგან "მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია".  

"...მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან..." ნათქვამია კობახიძის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ "აირჩიე ევროპა" და TI "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო. რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ შეაჩერა. რაც იმას ნიშნავდა, რომ არჩევნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სახელით ვერავინ დააკვირდებოდა. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი