"ჩვენ მონეტის მეორე მხარე ვართ. თუ უკრაინა სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ჩვენ ჰიბრიდული ომის" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ამჟამინდელი მთავრობის პირობებში ისე ჩანს, რომ დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ უკუსვლაა. რამდენად სახიფათოა ეს ახალი რეალობა საქართველოსთვის? - შეკითხვა ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე დაუსვეს.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და  დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროება. მისივე თქმით, სჯერა, რომ ქართველი ხალხის ნება მომავალ არჩევნებში ყველა ამ საფრთხეს გადაწონის:

"ჩვენ მონეტის მეორე მხარე ვართ. თუ უკრაინა სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ჩვენ ჰიბრიდული ომის, პროპაგანდისა და სხვადასხვა სახის ზეწოლის მსხვერპლი ვართ. ითესება შიში და ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროება, რაც გამოიხატება ცოტა ხნის წინ მიღებული რუსული კანონით, რომელიც ამჟამად უკვე მოქმედებს. სწორედ ეს ყველაფერი დევს სასწორზე და მე მჯერა, რომ არჩევნებზე ხალხის ნება გადაწონის ამ საფრთხეებს. ქართველებმა ბევრი ბრძოლა გამოიარეს, რომ თავიანთი თავისუფლება და ევროპული მომავალი დაეცვათ და მე მჯერა, რომ ისინი ამჯერადაც გაიმარჯვებენ." აღნიშნა პრეზიდენტმა.
 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი