"[ივანიშვილის დავალებით], ერთ-ერთი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი, აშშ-ში გავიდა ტრამპის სიძეზე... კუშნერმა გაისტუმრა იმ ადგილზე" | ხუხაშვილი

გამოქვეყნდა:

"[ივანიშვილის დავალებით], ერთ-ერთი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი, აშშ-ში გავიდა ტრამპის სიძეზე... ამათი ნარატივი ხომ ეს არის, რომ ბაიდენს არ ვუყვარვართ, მაგრამ ტრამპი ჩვენია... კუშნერმა გაისტუმრა იმ ადგილზე", - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს. ხუხაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ ყოფილი თანამდებობის პირზეა საუბარი, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, მოხდა თუ არა ეს ივანიშვილის დავალებით, პასუხობს, რომ კი. 

"ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით, [ივანიშვილის დავალებით], ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ამერიკაში პირდაპირ გავიდა ტრამპის სიძეზე, კუშნერზე, რომ ტრამპთან რაღაცა ტიპის კომუნიკაცია გააჩინონ, რომ სურათი დადონ. ამათი ნარატივი ხომ ეს არის, რომ ბაიდენს არ ვუყვარვართ, მაგრამ ტრამპი ჩვენია. ხო ამ ხაზის გადატარება უნდათ და ტრამპი რომ გახდება, მერე ესენი შოკოლადში იქნებიან და კუშნერმა ესენი გაისტუმრა იმ ადგილზე. კეთროვანები არიან, ტრამპსაც ამათი გაგონება არ უნდა, ეჯავრება ესენი რა... ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირია, ყოფილი...

ამომრჩევლისთვის ტვინის არევა უნდათ, აი, ტრამპი ჩვენია, ყალბი მოლოდინები რომ შექმნან. რისი დამლაგებლები არიან, კეთროვანები არიან. ამათ ხელს აღარავინ ჩამოართმევს. დამთავრებულია ამათი ამბავი. ჭ კლასში რომ თამაშობ ილუზია როგორ უნდა გქონდეს რომ პრემიერლიგაში მოიგებ, ამას ეს ილუზია ჰქონდა..." - ამბობს ხუხაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი