საქართველო ევროინტეგრაციის გარეშე | "ოცნება" ისევ დასავლელ პარტნიორებს ესხმის თავს

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის მიღების, ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, ანტიდასავლური განცხადებების, პარტნიორებთან ღია დაპირისპირებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევა ოლიგარქის რობოკოპების მიერ, ევროკავშირისთვის ის წითელი ხაზი იყო, რის გამოც იძულებულები გახდნენ საპასუხო ნაბიჯი გადაედგათ. "ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ გაეხსნება და პროცესი უვადოდ გაიყინა. იმ ადამიანებს, ვინც ქვეყანას ისტორიულ შანსს ართმევენ, დღეს "ოცნების" ამ გზავნილებზე პროპაგანდისტული პასუხი ჰქონდათ; ოლიგარქის პარტიის წევრების ნაწილი კი პასუხისმგებლობაზე დასმულ შეკითხვას საერთოდ გაურბოდა. 

ევროკავშირის ყველა შტო და წარმომადგენლობა ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესი "ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის გამო გაიყინა. სტრატეგიულ პარტნიორებსაც კითხვები სწორედ ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდასვალურ ქმედებებზე აქვთ. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და ისიც თქვეს, რომ "ოცნების" მმართველობის პიროებებში გაწევრიანების პროცესი წინ ვერ წავა.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა საქრთველოში დაუფარავად ამბობს, რომ თუ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარდება, ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს. მათ შორის ერთ-ერთია საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი