ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

გამოქვეყნდა:

ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის თავდასხმა კვლავ მიმდინარეობს და უწყება მოსახლეობას დაცულ ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რის შესახებაც ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს და ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და მათი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრა გამართა, რათა განეხილათ იმ დროისთვის ირანის მოსალოდნელი თავდასხმა ისრაელზე.

თეთრი სახლის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ირანის თავდასხმას X-ზე ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა.

"ამ დილით, მე და ვიცე-პრეზიდენტმა მოვიწვიეთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი, რათა განგვეხილა ირანის გეგმები ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმის განხორციელების შესახებ. ჩვენ განვიხილეთ, როგორ არის შეერთებული შტატები მზად დაეხმაროს ისრაელს თავი დაიცვას ამ თავდასხმებისგან და დაიცვას რეგიონში ამერიკული პერსონალი", - წერს ჯო ბაიდენი X-ზე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი