"ფლანგვის დეტექტორი" "ოცნების" შემწირველების სიას აქვეყნებს | ბიზნესმენებმა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებისგან 61 მილიონი მიიღეს

გამოქვეყნდა:

2024 წლის 1 იანვრიდან 26 აგვისტოს ჩათვლით "ქართული ოცნებისთვის" შეწირულმა თანხის ოდენობამ 7 970 206 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

კვლევითი ორგანიზაცია აქვეყნებს იმ ბიზნესმენების შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც ბოლო ორ თვეში მმართველ პარტიას თანხა შესწირეს. აღნიშნული კომპანიების უმეტესობა ღვინისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებით არიან დაკავებულები. 

აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესმენების კომპანიები წლებია სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებისგან დაფინანსებას იღებენ, რომელთა ჯამური თანხა 61 მილიონ ლარს აღემატება.

  • ირაკლი კოტეტიშვილი - შემოწირულება: 120 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 1.1 მილიონი ლარი (შ.პ.ს. ფალავანის 100%-იანი წილი), 319 362 ლარი (შ.პ.ს. კონდოლის 35% წილი)
  • გიორგი ინგოროყვა - მან პარტიას 97 000 შესწირა. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 5,1 მილიონი ლარი. სახელმწიფო ტენდერები: 11.2 მილიონი ლარი.
  • ნიკოლოზ სარალიძე და ვაჟა უსანეთაშვილი - ჯამური შემოწირულება: 461 000 ლარი. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა: 42 მილიონი ლარი.
  • ჯუმბერ ზოიძე - შემოწირულება: 220 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 455 000 ლარი. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა: 49 000 ლარი (შ.პ.ს. ელტური-2008).
  • გივი აბესაძე - შემოწირულება: 120 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი 348 000 ლარი (შ.პ.ს. წინანდალი+-ის 50% წილი)
     
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი