რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა 1 თვის წინ დასრულდა | საკონსტიტუციოს პლენუმი ისევ დუმს

გამოქვეყნდა:

რატომ აგვიანებს გადაწყვეტილების გამოცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო? -  რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განმწესრიგებელ სხდომაზე 1 თვის წინ დასრულდა, თუმცა პლენუმი ჯერ ისევ  დუმს. 

რუსული კანონის მიხედვით, შესაბამის რეესტრში დაურეგისტრირებელი სუბიექტების დაჯარიმების პროცესი 3 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს, სწორედ ამიტომ მოსარჩელეები  ეჭვობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს და  სავარაუდოდ გადაწყვეტილების გამოცხადებასაც მიზანმიმართულად აგვიანებს.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელი შევიდა. ავტორები საქართველოს პრეზიდენტი, 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, საპარლამენტო ოპოზიცია და კრიტიკული მედია არიან და ითხოვენ, გაუქმდეს კანონი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი სადავო ნორმის მოქმედება შეჩერდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომები 3 დღე მიმდინარეობდა - გადაწყვეტილების მისაღებად სულ მცირე, ხუთი ხმა არის საჭირო - თუ მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება. 

სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად 1-ელ სექტემბერს გავიდა. გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვადა გაწერილი არ არის.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი