საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რუსულ კანონზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა - სამდღიანი განხილვის შემდეგ, 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა დაადგინოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს და დაიწყებს თუ არა განხილვებს.
პარალელურად, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, შეჩერდება თუ არა რუსული კანონის მოქმედება საკონსტიტუციო განხილვების დასრულებამდე.
სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. როგორც მერაბ ტურავამ პროცესის ბოლოს განაცხადა, მხარეებს დამატებითი ინფორმაცია "დამატებით ეცნობებათ".
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო.