რუსეთში, ჩიტას მე-2 აღმოსავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ 13 ადამიანი დამნაშავედ ცნო რკინიგზაზე დივერსიის მოწყობისა და ტერორისტული თავდასხმის მომზადების საქმეებში, რომელშიც გაერთიანებული იყო სხვადასხვა ეპიზოდები რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან.
გამომძიებლების თქმით, პირადი მოტივებით, ბრალდებულებმა ჩაიდინეს 13 დივერსიული აქტი სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის მოსკოვში, ასევე გეგმავდნენ პრიმორსკის აეროდრომზე საბრძოლო თვითმფრინავების დაწვას.
გამოძიების მტკიცებით, ამ ქმედებებს უნდა მოჰყოლოდა „ხელისუფლების საქმიანობის დესტაბილიზაცია“ და „შეწყვეტილიყო უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.
ოთხ ბრალდებულს 19-დან 23 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; დანარჩენებს კი რვანახევრიდან 16 წლამდე.
მედია წერს, რომ ბრალდებულების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი სხვადასხვა ქალაქებიდან არიან. უმრავლესობა - კრასნოიარსკიდან. ერთ-ერთი ბრალდებული განაჩენის გამოცხადებაზე მაისურით მივიდა, რომელსაც ჰქონდა წარწერა - „გასვლისას ყველაფერი გამორთეთ“.