"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ..." | აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი პასუხი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი პასუხი "ქართულ ოცნებას" - დიპლომატიური უწყება ამჯერად ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებზე" [ISFED] მუდმივ თავდასხმას ეხმაურება და წერს:

"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა.

რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?" წერს საელჩო და დიაგრამას აქვეყნებს.

შეგახსენებთ, "ოცნების" ხელისუფლება უკვე დიდი ხანია  ISFED-ს  2020 წლის არჩევნების პარალელური ხმის დათვლის [PVT] შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მიზანი "რევოლუცია" იყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი