განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

გამოქვეყნდა:

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება. წულაძე პრემიერმა კობახიძემ წარადგინა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. 
ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამილახვარს გაწეული საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი. 
იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ დაწყებული რეფორმების განხორციელებას. 

მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი,“ - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

 წულაძე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა დროს კი იყო: 

  • 2019-2023 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
  • 2017-2019 წწ. – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm-ის" მმართველი პარტნიორი;
  • 2017-2019 წწ. – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
  • 2015-2017 წწ. – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
  • 2012-2015 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
  • 2011-2012 წწ. – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა და მისივე თქმით, კერძო სექტორში გადაინაცვლა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი