"მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს... თქვენ გაქვთ არჩევანი ევროპასა და იზოლაციას შორის", - ამის შესახებ
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი მიხაილ როთი საუბრობს, რომელიც ბერლინში "კოალიცია ცვლილებისთვის" მხარდამჭერთა ოფისში იმყოფებოდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობა იყო.
"მე მხარს ვუჭერ არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, რომელსაც სჯერა თავისუფლებისა და უმცირესობების პატივისცემის. ეს არის ჩვენი მომავალი და ეს არის ქართველი ხალხის სურვილი. თქვენ გაქვთ არჩევანი ევროპულ მომავალსა და რუსულ მომავალს შორის, ევროპასა და იზოლაციას შორის. ამისთვის საჭიროა, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ. მე მინდა დავეხმარო ქართველ ხალხს, რომ გამოიყენოს ეს შანსი და მივიდეს არჩევნებზე 26 ოქტომბერს. მე ვაფასებ თქვენს მუშაობას, რადგან თქვენ ეხმარებით საქართველოს გარეთ მყოფ ადამიანებს, რომ დარეგისტრირდნენ. ყოველი ხმა მნიშვნელოვანია", - ამბობს როთი.