"ადრე ჩვეულებრივად ვიღებდი არჩევნებში მონაწილეობას... ახლა მეუბნებიან, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და იქ არჩევნები არ იმართება" | ემიგრანტ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავენ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი საარჩევნო სიის მიღმა აღმოჩნდნენ. იძულებით გადაადგილებულები სიაში აღარ იძებნებიან. ემიგრანტებმა დახმარებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმრთეს, თუმცა, იუსტიციის სამინისტროც და საგარეო საქმეთა სამინისტროც მათ ერთადერთ პასუხს სცემს - რომ ისინი არ არიან რეგისტრირებული და მათი ერთადერთი ფაქტობრივი მისამართი ოკუპირებული ტერიტორიაა. საფრანგეთში მცხოვრები დევნილი ემიგრანტები ხმის უფლების გარეშე რჩებიან. იგივე მდგომარეობაში არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი მოქალაქეებიც. 

"მე მეუბნებიან, რომ მიფიქსირდება გალის, სადაც არის ჩემი, ლტოლვილი ვარ გალიდან, იმის საცხოვრებელი მისამართი და არ მიფიქსირდება არც პარიზის მისამართი და არც თბილისის მისამართი და ამის გამო, მე არ შემიძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მეუბნებიან, რომ, რა თქმა უნდა, აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და იქ არჩევნები არ იმართება. ძაან დიდი მადლობა, მე ამ ინფორმაციის საქმის კურსში ვარ. ადრე ჩვეულებრივ ვიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, ცესკო-ს სიაშიც ვიყავი და ვიყავი მიწერილი მამაჩემთან თბილისში. ფაქტობრივი მისამართიც მქონდა მამაჩემთან თბილისში, რომელიც გაქრა. ხო წამართვეს ჩემი სახლი რუსებმა აფხაზეთში, ხო 31 წელია, ასე ლტოლვილად მოვახერხეთ და თავიდან დავიწყეთ ცხოვრება - გაგვიმწარეს მთელი ბავშვობა და მთელი ახალგაზრდობა ამითი, რომ ჯერ დევნილები ვართ და ახლა იცით რას შვრებიან? ახლა საქართველოს მოქალაქეობასაც მედავებიან", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი