მეოთხე კატეგორიის ქარიშხალს, რომელიც გასულ კვირას თავს ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის, ვირჯინიისა და ტენესის შტატებს დაატყდა, 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც, დაიტბორა ქუჩები და შენობა-ნაგებობები.
დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულ ჩრდილოეთ კაროლინას ეწვევა. ჯო ბაიდენს სურს ადგილზე გაეცნოს შექმნილ ვითარებას და შეისწავლოს შტატში დამანგრეველი ქარიშხლის შედეგები.
ასობით ადამიანი ამ ეტაპზე დაკარგულად მიიჩნევა. მაშველები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, ეძებენ დაკარგულებს, წმენდენ გზებს, მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს