დასავლეთის გამაფრთხილებელი წერილი ოლიგარქ ივანიშვილს | "ოცნების" შერბილებული რიტორიკა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის სახელზე წერილია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ოლიგარქმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელიდან ისეთი შინაარსის პირადი გზავნილი მიიღო, რის შემდეგაც მმართველ გუნდში შიშმა დაისადგურა. სავარაუდოდ, სწორედ დასავლეთიდან ბიძინა ივანიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს უკავშირდება მმართველი ხელისუფლების რიტორიკის შერბილება და უკანდახევაც.

რიტორიკა შეარბილა პრემიერმა კობახიძემაც - ახლა ის ე.წ გლობალურ ომის პარტიასთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობაზეც ალაპარაკდა.

პარალელურად, უკვე სამი დღეა, ევროპაში შეხვედრებს მართავს საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიისა და პოლონეთის, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს. 

მანამდე კი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში აუდიენცია გამართა ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან. მათ შორის ბაიდენის სპეციალურ თანაშემწესთან, რომელმაც "ქართულ ოცნებას" დამატებითი შემზღუდავი ზომები დაუანონსა. მაიკ კარპენტერმა ერთ-ერთ პანელზე, ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ მოქმედებაში ღიად დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი