აშშ-ის დასავლეთით შემოდგომისთვის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას ებრძვიან

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთით შემოდგომისთვის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

გადაჭარბებული სიცხეები, არიზონაში, კალიფორნიასა და ნევადაში ფიქსირდება. ტემპერატურა ნორმასთან შედარებით, 10-25 ფარენგეიტით მაღალია. 

როგორც ირკვევა, 110F ოქტომბრის თვეში არასდროს დაფიქსირებულა. მოსალოდნელი პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა უახლოეს დღეეებში შენარჩუნდება. 

სპეციალისტების თქმით, ექსტრემალური სიცხე კლიმატურ ცვლილებებს და გლობალურ დათბობას უკავშირდება. 

მეტეოსადგურის თანამშრომლებმა კალიფორნიაში,კოლორადოში, მონტანაში და სამხრეთ დაკოტაში ტყის ხანძრების რისკის გამო ზოგიერთ ზონაში გამაფრთხილებელი წითელი დროშებიც დაკიდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი