წარუმატებელი ვიზიტი აშშ-ში | მცდელობისა და მამუკა ბახტაძის ჩარევის მიუხედავად, კობახიძე ვერც დონალდ ტრამპს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე მორიგ სკანდალში გაეხვა - "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში წასული კობახიძე, ტრამპის სიძეს, კუშნერს, ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის შუამავლობით უკავშირდებოდა. ცნობილი ხდება, რომ ბახტაძე უკავშირდებოდა ასევე საქართველოს ერთ მოქალაქეს, რომელიც კუშნერის პარტნიორია, იქნებ შეხვედრა ტრამპთან მაინც შემდგარიყო. მიზანი ერთი ფოტოს გადაღება იყო, რომელსაც ქართველ ხალხს "ოცნება" ისე შეასაღებდა, როგორც ამერიკასთან პარტნიორობის გაგრძელების შესაძლებლობას. 

ამ ამბავს დღეს ირაკლი კობახიძე უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ აშშ-ში მისი ვიზიტის მიზანი მხოლოდ გაეროში სიტყვით გამოსვლა იყო და არა მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი