"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, "ალმამ" საარჩევნო ბანერების გაკვრაზე უარი უთხრა და შინაარსის შეცვლა მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

"აირჩიე ერთიანობა, მოიშორე ბიძინა" - ამ შინაარსის პოლიტიკური საარჩევნო ბანერების გამოკვრაზე კომპანია "ალმამ" უარი უთხრა "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას". როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ერთობის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელშეკრულება "ვისოლის" შვილობილ კომპანიასთან გაფორმებულია, თანხაც გადარიცხულია, თუმცა ბანერის გაკვრაზე გარე რეკლამის მონოპოლისტი კომპანია უარს აცხადებს და დამკვეთისგან საარჩევნო გზავნილების შეცვლას კანონის დარღვევით ითხოვს.

"დღეს საბოლოოდ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია "ვისოლი" ოცნების დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ბილბორდების შინაარსი არის, რომ ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და N1 ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ ქართული ოცნება და მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი" - განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი