უკრაინაზე რუსეთის თავდასხმებს ბოლო დღის განმავლობაში 2 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ხარკოვს KAB-ის მართვადი ბომბით დაესხა თავს, შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორი ერთი ბავშვი. გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით კი, ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებების დაბომბვის შედეგად დაშავდა 6 ქალი და 2 კაცი.
გუბერნატორ სერხი ლისაკის ცნობით, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს კამიკაძე დრონებითა და არტილერიით შეუტია, რის შედეგადაც 69 და 89 წლის ორი კაცი დაიჭრა.
გუბერნატორ ვადიმ ფილაშკინის ცნფობით, ქალაქ სლოვიანსკში, კრამატორსკში, კრასნოჰორივკასა და ჰირნიკში, ასევე დონეცკის ოლქის სოფლებში ანდრიივკაში, ულაკლისა და პიშჩანკაში თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ხერსონში, გუბერნატორ ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსულმა ძალებმა ოლქის 24 დასახლებას დაარტყეს, მათ შორის რეგიონულ ცენტრ ხერსონს, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.