რამდენიმე დღის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტში "ოცნების" წევრი, ვუგარ ისაევი "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის კამერების წინ დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე კი ბოლნისის პოლიციაში დღეს "მთავარის" ჟურნალისტი დაიბარეს და დაკითხეს.
ჯეუჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ სამართლინი გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ სწორედ მმართველი პარტიის წახალისებულია.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს მმართველი პარტიის აქტივისტები "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრითაც დაემუქრნენ.