"ოცნების" დეპუტატი "მთავარის" ჟურნალისტს დაჭრით ემუქრება - თავდასხმა დმანისში

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტს ქართული ოცნების დეპუტატი დაჭრით ემუქრება. დმანისში, სოფელ ნახიდურში, ოპოზიციისა და მოსახლეობის შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების ზონდერები და აქტივისტები "მთავარის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ხოლო ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი ჩვენს ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის დაჭრით დაემუქრა

თქვენ ხართ შანტაჟით დაკავებული. ვინ ხარ საერთოდ მოდიხარ და ჩემს სოფელში ბლატაობ? გითხარი არ გადამიღო და მორჩა, არ გაქვს ამის უფლება. არჩევნების მერე მე პირად შენ და სხვებს შეგხვდებით... არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ სულ სხვა სიტყვებს გეტყვი მიდი იმუშავე ნაციონალებზე" მიმართა"ოცნების" დეპუტატმა ჟურნალისტს

დამატებითი დეტალები დმანისში მომხდარის შესახებ "მთავარის" 3 საათიან გამოშვებაში 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი