უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის რეგიონში რუსეთის სამხედრო აეროდრომს დაარტყეს | BBC

გამოქვეყნდა:

BBC უკრაინის უშიშროების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის რეგიონში რუსეთის სამხედრო აეროდრომს- „ბორისოგლებსკის“ დაარტყეს. წყაროს თქმით, თავდასხმა მოხდა სუ-35 და სუ-34 თვითმფრინავების ავტოსადგომებსა და საავიაციო საწვავის შესანახ ადგილებზე. წყაროები არ აკონკრეტებენ კონკრეტულად რა ზიანი მიაყენა უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა რუსულ აეროდრომს. მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები.

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-ს სამსახურმა, რომელიც ხანძრებს აღრიცხავს, მინიმუმ ექვსი ცეცხლის კერა დააფიქსირა ბორისოგლებსკის აეროდრომის მიდამოებში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი