კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება | ჯაიანი დუმილს წინასასამართლო სხდომაზე დაარღვევს

გამოქვეყნდა:

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარემ დააყენა:

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით.

 ამ გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ, ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ბექა ჯაიანი. ამასთან, იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული.

აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომელიც იყო დასაბუთებული და სასამართლომ ის დააკმაყოფილა. შესაბამისად, ის მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით" განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ადვოკატს განცხადებით კი ჯაიანი, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა, საკუთარ პოზიციას პირველად 7 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომაზე დააფიქსირებს. 

"იმისთვის, რომ დაცვის მხარემ შეძლოს კონკრეტული მყარი და მტკიცე პოზიციის  დაფიქსირება, აუცილებელია, რომ მხარე გაეცნოს საქმის მასალებს. შესაბამისად, დუმილის უფლებას იყენებდა იმიტომ, რომ დაცვის მერე გაცნობოდა საქმის მასალებს. გამომდინარე იქიდან, რომ სამის მასალებს უკვე გავეცანით და წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 7 ნოემბერს, სწორედ აღნიშნულ სხდომაზე დააფიქსირებს დაცვის მხარე პოზიციას და თავისთავად ბექა ჯაიანიც" თქვა ადვოკატმა, სალომე არდოტელმა. 

26 წლის ჯაიანს გამოძიება კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას ედავება. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ 20 სექტემბერს შეუფარდა.

კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი