საქართველოს პრეზიდენტმა "ევრონიუსის" ფრანგულ რედაქციას ვრცელი ინტერვიუ მისცა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვების შემდეგ, მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მყისიერად გაგრძელდება იმ წერტილიდან, რა წერტილშიც "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის გამო გაიყინა
"ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ პროევროპული ძალები და "ქართული ქარტიის" შეთანხმება შესრულდება ხმის მიცემიდან მალევე, როგორც კი პარლამენტი იქნება ფორმირებული და მიღებული იქნება პირველი ზომები, ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან გაგრძელდება იმ ადგილიდან სადაც დაპაუზდა.
პირდაპირ სამუშაო რეჟიმში გადასვლა საკმაოდ რთული იქნება, კოალიციურ მთავრობას ჩვენ არ ვართ შეჩვეულები. მე შევთავაზე ტექნიკური კაბინეტის ფორმირება, რომელიც იქნება მზად მოამზადოს საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ამისათვის საჭიროა ბევრი ტექნიკური საკითხის გადაწყვეტა პროგრამა, კარგად არის ცნობილი, ეს არის ღონისძიებათა პროგრამა რომლებიც უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ქვეყანაა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.