უკრაინაში საარჩევნო უბანი არ გაიხსნება

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი უკრაინაში არ გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ არჩევნები არ ჩატარდება იმ ქვეყნებში, სადაც “პოლიტიკური [არასტაბილურობა] თუ საომარი ვითარებაა”.

ამის მიუხედავად, უბანი გაიხსნება ისრაელში, ქალაქ რამათ-განიში. 

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა პრინციპით იხელმძღვანელა სამინისტრომ, როცა უკრაინაში უბნის გახსნაზე უარი თქვა, ასევე ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში მყოფ ისრაელში კი უბნის გახსნა გადაწყვიტა.

“ისრაელში ესკალაციის მიუხედავად, ამჟამად არსებული ვითარება იძლევა შესაძლებლობას ჩატარდეს არჩევნები, მათ შორის უზრუნველყოფილი იქნას არჩევნებთან დაკავშირებული ტექნიკურ-ლოჯისტიკური საკითხები, რაც ასევე დაგვიდასტურა ისრაელის მხარემ. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნების დღეს ქვეყანაში უსაფრთხოების დონე შეიცვალა, ისრაელის მხარესთან კონსულტაციის შედეგად მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, – მისწერეს “ნეტგაზეთს” საგარეო უწყებიდან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი