ზუგდიდში კორონავირუსი ოქროს ბირჟის მოვაჭრესა და მესანთლეს დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის ოქროს ბირჟაზე მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სავაჭრო ცენტრის პირველი სართული მთლიანად დაიკეტა. მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ცნობილია რომ მას კონტაქტი ქონდა როგორც მოვაჭერეებთან და მომხმარებლებთან, ასევე, სავაჭრო ცენტრში მდებარე ბანკის ფილიალის თანამშრომლებთანაც. 

ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინში გადაიყვანეს. ტესტი პასუხებს კი დღის ბოლოს ელოდებიან. 

კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდში, ერთ ერთი ეკლესიის მესანთლესაც, თუმცა ტაძარი დაკეტილი არ არის, რადგან მესანთლე ორი კვირაა იქ არ მისულა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 2 პაციენტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი